კოსტავას გამზირზე საახალწლო განათებების მონტაჟი დაიწყო

2017-11-14 12:41:18

კოსტავას გამზირზე საახალწლო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს. ააიპ "უზრუნველყოფის" სამსახურის თანამშრომლები დეკორაციებს აივნებზე ამონტაჟებენ. ახლო მომავალში საახალწლო დეკორაციების განთავსება მთელი ქალაქის მასშტაბითაც იგეგმება.

გარდა ამისა, 2018 წლის შესახვედრად რუსთავში წინა წლებთან შედარებით განსხვავებული ღონისძიებებიც იგეგმება. ვრცლად პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე.