როდის გაიმართება ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომა

2017-11-14 11:34:51

მეექვსე მოწვევის საკრებულოს სხდომა 20 ნოემბერს გაიმართება. ახალი მოწვევის საკრებულოში პარტია "ქართული ოცნების" 8 წევრი მოხვდა: ლევან ონიანი, მალხაზ კომლაძე, ნინო ქავთარაძე, გურამ ფირცხალეიშვილი, გიორგი ჭანტურია, ზურაბ ბერიძე, დავით მაღლაკელიძე და ბონდო მამულაშვილი.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" საკრებულოსი 3 წევრი შეიყვანა: გურამ ლაცაბიძე, ნანა შატბერაშვილი და ალეკო ბერიძე.

„ევროპული საქართველოდან" საკრებულოში მოხვდნენ: მამუკა აბულაძე და კობა ლომიძე.

"პატრიოტთა ალიანსის" პარტიას საკრებულოში დავით კაპანაძე წარადგენს.

ერთი წევრი ეყოლება საკრებულოში "ლეიბორისტულ პარტიასაც", ეს იქნება კობა ჩალაძე.

გარდა ამისა საკრებულოში იქნებიან მაჟორიტარი კანდიდატებიც, ათივე ოლქში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა. მაჟორიტარები კი გახდნენ: დავით რეხვიაშვილი, რამაზ გოგობერიშვილი, გოგა ტუხაშვილი, გოჩა ჯანგიძე, გურამ კვარაცხელია, გრიგოლ ვეფხვაძე, ამირან ჯანჯღავა, გიგა ღარკავა და ზვიად დოლიძე.

რუსთავის საკრებულოში სულ 25 წევრი იქნება, აქედან 15 პროპორციული სიით ხოლო, 10 მაჟორიტარული.

საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების ვინაობა ცნობილი 20 ნოემბერს გახდება. სხდომაზე ასევე დასახელდებიან ის პირები, რომელბიც ფრაქციებისა და კომისიის თავმჯდომარეები იქნებიან.