მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2017-11-13 20:55:28

გარემოს ეროვნული სააგენტო - "14-15-16 ნოემბერს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში +14, +20 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი კვირის ბოლომდე შენარჩუნდება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 17 – 19 ნოემბერს ზოგან წვიმიანი და ნისლიანი ამინდია მოსალოდნელი, შესაბამისად ტემპერატურაც +11, +16 გრადუსამდე დაიკლებს.

 


მომდევნო ოთხი დღის მანძილზე რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 14 ნოემბერი +14°C, 15 ნოემბერი +19°C, 16 ნოემბერი +18°C, 17 ნოემბერი +14°C.