ილიას ზუროსმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

2017-11-13 19:16:10

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მზადება დაიწყო. მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა 24 კანდიდატი დაასახელა, რომელთაგან ნოემბრის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის 12-ს შეარჩევს. ეროვნული ნაკრების გაფართოვებულ შემადგენლობაში სამი რუსთაველი კლათბართული მოხდა. აკაკი დვალიშვილი, ანატოლი ბოისა და გიგი გოგობერიშვილი.

არაერთ ახალბედასთან ერთად, ეროვნულ ნაკრებში გამოძახებულნი არიან ევროლიგის მოთამაშეები - გიორგი შერმადინი (უნიკახა, ესპანეთი) და თორნიკე შენგელია (ბასკონია, ესპანეთი). საქართველოს ნაკრებთან თანამშრომლობა გააგრძელა ამერიკელმა მაიკლ დიქსონმა, რომელიც საქართველოს პასპორტს ფლობს და ჩვენი ეროვნული ნაკრების ღირსებას ბოლო 2 წელია, იცავს.

შესარჩევ ჯგუფში საქართველოს, გერმანიისა და სერბეთთან ერთად ავსტრიაც გახლავთ. მომდევნო ეტაპზე 3 საუკეთესო ნაკრები გადის. ფიბას მიერ დაწესებული მომდევნო სანაკრებო ფანჯრები თებერვალში და ივნის-ივლისშია დაგეგმილი.