ახალი მერის ოფიციალური წარდგენა (ვიდეო)

2017-11-13 11:56:36

ირაკლი ტაბაღუა რუსთავის პირველ პირად დღეს ოფიციალურად წარადგინეს. ქალაქის ახალი მერი, თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და საზოგადოებას, ქვემო ქართლის გუბერნატორმა, გიგა ნემსაძემ, რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად, გიორგი ბეგაძესათან და პაატა მხეიძესთან ერთად წარუდგინა.

ირაკლი ტაბაღუას ქალაქის განვითარებაში წარმატებები უსურვა, ყოფილმა მერმა დავით ჯიქიამაც.

ამ დროისთვის უცნობია სად გააგრძელებს მოღვაწეობას რუსთავის ყოფილი მერი.

რაც შეეხება ირაკლი ტაბაღუას პირველ სამუშაეო დღეს, მისი განცხადებით სასწრაფოდ უნდა დაიწყოს მუშაობა 2018 წლის ბიუჯეტის დაგეგმარებაზე. ნახეთ ვიდეო.