შემთხვევა XII მიკრო-რაიონში მოხდა (ვიდეო)

2017-11-13 10:29:37

ინციდენტი მოხდა გვიან ღამით XII მიკრო-რაიონში. მეზობლების თქმით მათ ჯერ ხმაური გაიგეს შემდეკ კი დაინახეს როგორ გადაიყვანა ახალგაზრდა დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა. გავცელებული ინფორმაციით 23 წლის ბიჭს შელაპარაკება ოჯახის წევრებთან მოუვიდა რის შემდეგაც მან თვითდაზიანებები მიიყენა. ადგილზე გამოძახებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები. ახალგაზრდა მამაკაცი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა, მისი მდგომარეობა სტაბილურია. გამოძიება 115 მუხლით მიმდინარეობს. ნახეთ ვიდეო.