ხანძარი ნიკოლაძის ქუჩაზე

2017-11-13 00:29:35

ხანძარი ნიკოლაძის ქუჩის 4 ნომერში. ცეცხლი საცხოვრებელ კორპუსში გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა შეინიშნება ძლიერი დაკვამლიანება, რის გამოც მოსახლეობა საცხოვრებელი კორპუსის ეზოშია და შენობაში ვერ შედის. მიმდებარე ქუჩებს ელექტროენერგიის მიწოდება ამ მომენტისთვის შეზღუდული აქვთ.