"stand up 99.9" ფინალი გაიმართა

2017-11-12 21:06:57

მხიარულთა და საზრიანთა გუნდი "სმარტი"-ს და ახალგაზრდული ორგანიზაცია "აკატი"-ს ორგანიზებით იუმორისტული შოუ "stand up 99.9" ხუთი კვირის წინ დაიწყო და მასში მონაწილეობას კასტინგით შერჩეული 5 ახალგაზრდა იღებდა. ფინალში კი ერთმანეთს 2 კონკურსანტი დაუპირისპირდა და ჟიურის გადაწყვეტილებით გამარჯვება გიორგი ბეღელაძემ მოიპოვა. ხუთივე მონაწილეს კომპანია "მადაგონმა" რესტორნის მომსახურების 500 ლარიანი ვაუჩერი გადასცა, ხოლო გამარჯვებული პლანშეტით დააჯილოვა.

პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჩართულობას მხიარული და გასართობი ტიპის პროექტებში. ორგანიზატორების თქმით პროექტმა რუსთავში გაამართლა და აცხადებენ რომ მომდევნო სეზონი უახლოეს მომავალში აუცილებლად გაიმართება. იუმორისტულ შოუს მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ახლად არჩეული მერი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.