წარმატებული რუსთაველი ახალგაზრდა

2017-11-12 18:46:08

წარმატებული რუსთაველი ახალგაზრდის, ციფრული მარკეტინგის სპეციალისტის, ვებ-დეველოპერის და პირველი იუთუბ ექსპერტის ისტორია. საბა მიგრიაული - "ყველაფერი ალბათ მაშინ დაიწყო, როცა ვებ-დეველოპმენტის ინტერესი გამიჩნდა, მახსოვს 12 წლის ვიყავი როდესაც პირველად კომპიუტერთან დავჯექი, ხოლო რაც გუგლში მოვძებნე იყო თუ როგორ გამეკეთებინა საიტი. რთული იყო, მაშინ ჯერ კიდევ არაფერი ვიცოდი, თუმცა როცა პირველად საიტი ავაწყვე, საოცრად გამიხარდა და მეამაყებოდა რომ ეს შევძელი. ხომ სულ არაფერი იყო, უბრალოდ ცარიელი საიტი, მაგრამ მაინც მიხაროდა. ამ მომენტიდან არ გავჩერებულვარ და ვსწავლობდი ყველაფერს, რაც კი მაინტერესებდა. პარალელურად დავიწყე რამდენიმე გრაფიკული პროგრამის სწავლა და ამავდროულად გამიჩნდა ამბიციაც, რომ ჩემი ცოდნით თანხები გამომემუშავებინა, ასე რომ შევუდექი სხვადასხვა გზის ძიებას. ბევრ საინტერესო თემაზე ვმუშაობდი, ზოგმა გაამართლა, ზოგზეც ტყუილად დავკარგე დრო. Youtube კი რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ბევრად საფუძვლიანად შევისწავლე და კომპანიაც დავაარსე. ჩვენ ვთანამშრომლობთ Youtuber-ებთან, ვეხმარებით მათ არხის განვითარებასა და შემოსავლის ზრდაში. კომპანიის დაარსების შემდეგ მალევე მივხვდი რომ ციფრული მარკეტინგი ანვითარებისა და ზრდისთვის ჰაერივით სჭირდებოდა კომპანიას. დავიწყე ამ სფეროს დეტალურად შესწავლა, საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩემი მუშაობა ამ მიმართულებით, რადგან კომპანიამ წარმოუდგენლად კარგი სტარტი აიღო და პირველივე დღეებიდან ვიღებდით სხვადასხვა შემოთავაზებას, იყო კომპანიის ყიდვის შემოთავაზებებიც.

რა თქმა უნდა, იყო სირთულეებიც, თანაც არაერთი, თუნდაც Youtube-თან დაკავშირებით, წლების წინ საქართველოში თანხის გამოგზანა პრობლემა იყო და სულ ათიათასები რომ გამოგემუშავებინა, საქართველომდე მაინც ვერ ჩამოაღწევდა. გარდა ამისა, როგორც ვახსენე ბევრმა მცდელობამ უშედეგოდ ჩაიარა და ნამდვილად არ არის მარტივი კიდევ გააგრძელო წინსვლა, როცა რაღაცას აკეთებ და შედეგს ვერ ხედავ. თუმცა ახლის ძიება და ცდა არასდროს შემიწყვეტია. ყოველი წარუმატებლობის შემდეგ ისევ ვიკრებდი ძალებს, რომ ახალ პროექტზე დამეწყო მუშაობა, პრინციპში შედეგიც სახეზეა. ყოველი შემდეგი მცდელობა წინაზე წარმატებული იყო და ამ პერიოდში არაერთ ევროპულ და ამერიკულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება დამიგროვდა. ყველაფერთან ერთად დღემდე ვთანამშრომლობ სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან და ვაგრძელებ სწავლას. რამდენიმე თვის წინ კი მოგზაურობაც დავიწყედა უკვე 4 ქვეყანა მოვიარე, ვაპირებ რომ მსოფლიოს ყველა საინტერესო ქვეყანასა და ქალაქს ვესტუმრო და მათი კულტურა გავიცნო. ვფიქრობ, ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია და მომავალში ბევრად მეტს გავაკეთებ, შემიძლია ვთქვა რომ ვმუშაობ რამდენიმე ახალ პროექტზე, რომელიც უახლოეს მომავალში იხილავს დღის სინათლეს."