რუსთავში საახალწლო სოფელი მოეწყობა

2017-11-12 18:04:06

2018 წლის შესახვედრად რუსთავში წინა წლებთან შედარებით განსხვავებული ღონისძიებები იგეგმება.

როგორც "ინფო რუსთავს" მერიის კულტურის სამსახურში განუცხადეს, ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე მერიის ცენტრალურ მოედანზე საახალწლო სოფელი მოეწყობა. 29, 30 და 31 დეკემბერს საახალწლო სოფელში მისულ რუსთაველებს საახალწლო დეკორაციებით გაფორმებული ტერიტორია, ხის კოტეჯები, სათამაშოების გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო პროგრამა, საცირკო და თეატრალური წარმოდგენები და სანტა კლაუსი დახვებათ.

გარდა ამისა, სამივე დღეს საღამოს 20:00 საათიდან 21:30 საათამდე გაიმართება პროგრამა უფროსებისთვისაც. 31 დეკემბერს კი დასკვნით კონცერტი, რომელშიც ადგილობრივი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას, 11:00 საათზე დასრულდება.

საახალწლო ღონისძიებებისთვის შესასრულებელი სამუშაოების შესახებ ტენდერს რუსთავის მუნიციპალიტეტი უახლოეს მომავალში გამოაცხადებს.