ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

2017-11-12 17:09:51

ზუგდიდის რაიონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, სოფელ რუხში „ოპელის“ მარკის ავტომობილი ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა, რის შედეგადაც მანქანაში მყოფი ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.