RUSTAVI INTERNATIONAL CHALLENGE 2017

2017-11-12 15:34:24

რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე წლის შემაჯამებელი რბოლა გაიმართა. წელს RUSTAVI INTERNATIONAL CHALLENGE-მა მრბოლელების რეკორდულ რაოდენობას უმასპინძლა.

2017 წლის ჩემპიონები სამ სხვადასხვა კლასში :ფორმულა ალფაში, ლეგენდებსა და ძარიან ავტომობილებში გამოვლინდებიან. გარდა ამისა, ლეგენდების კლასში მონაწილეობას ვეტერანი მრბოლელებიც მიიღებენ. ლეგენდებში გამარჯვებულების ვინაობა უკვე ცნობილია: 1. შოთა აფხაზავა 2. არჩილ ბიძინაშვილი 3. გოგა არჯევანიძე

დღის ბოლოს კი მაყურებელს იმ ლამბორგინების ნახვის საშუალება მიეცემა, რომელიც ღონისძიებისთვის საქართველოში სპეციალურად ჩამოიყვანეს.