რუსთავში 2 ახალი შენობა აშენდება

2017-11-12 13:10:55

რუსთავში 2 ახალი შენობა აშენდება. ტერიტორიული ორგანოს შენობების სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა.

შესაბამისი დოკუმენტაციის მიხედვით მუნიციპალიტეტის შენობები ლეონიძის ქუჩასა და რჩეულიშვილის ქ.18-ში აშენდება. ერთ-ერთი შენობა ორსართულიანი, მეორე კი ერთსართულიანი იქნება.

მუნიციპალიტეტის შენობები დღევანდელთან შედარებით მრავალფუნქციური იქნება. სერვისის გაუმჯობესებისა და განვითარების კუთხით, ქალაქის თვითმართველობა გეგმავს, შენობები ინფრასტრუქტურულად განსხვავებული და სერვისი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს.

ქალაქის ბიუჯეტიდან სამშენებლო სამუშაოებისთვის 382 832.00 ლარია გამოყოფილი. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შესაბამისი სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 160 დღის განმავლობაში უნდა შეასრულოს.

მუნიციპალიტეტის შენობების დაპროექტებისა და დაგეგმვის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავმა" გასული წლის თებერვალში გააშუქა.