რომელი მინისტრები დატოვებენ თანამდებობას

2017-11-12 12:32:38

საქართველოს მთავრობაში სავარაუდოდ საკადრო ცვლილებები განხორციელდება, თანამდებობას რამდენიმე მინისტრი დატოვებს. გავრცელებული ინფორმაციით სამუშაო კვირის ბოლოს კანცელარიაში განცხადება გაკეთდება რის შემდეგაც თანამდებობას სავარაუდოდ შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი და სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დატოვებენ. ასევე ვარაუდობენ რომ რამდენიმე სამინისტრო გაერთიანდება, კერძოდ სპორტისა და ახალგზაზრდობის საქმეთა სამინისტრო კულტურის სამინისტროს, ხოლო ენერგეტიკის სამინისტრო ეკონომიკის სამინისტროს შეუერთდება. ინფორმაცია საკადრო ცვლილებებზე თავდაპირველად სააგენტო "პრაიმტაიმმა", მოგვიანებით კი სხვა მედია საშუალებებმაც გაავრცელეს.

მთავრობაში საკადრო ცვლილებების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.