"ექსპერიმენტული ომი" პარკში (ვიდეო)

2017-11-11 21:21:42

რუსთავის ცენტრალურ პარკში ახალგაზრდული საკრებულოს ინიციატივით და რუსთავის ახალგაზრდობის განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის მხარდაჭერით ახალგაზრდული ფესტივალი გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა სპორტული თუ კულტურული ღონისძიებები, მათ შორის ნახატების, ფოტოების და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყო. 17:00 საათზე კი შოუ სახელწოდებით "ექსპერიმენტული ომი" გაიმართა. ღონისძიება კონცერტით გაგრძელდა, ბოლოს კი ფესტივალის მონაწილეებმა და დამსწრეებმა ანთებული ფრანები ცაში გაუშვეს. ნახეთ ვიდეო.