რუსთავი vs კაკტუსი

2017-11-11 21:06:21

ქიმიკოსთა სპორტკომპლექსში საკალათბურთო კლუბი რუსთავის "რუსთავი" თბილისის "კაკტუსს" დაუპირისპირდა. მატჩი ქულა ქულაზე მიმდინარეობდა. პირველი ნახევარი სტუმრების გამარჯვებით დასრულდა, თუმცა საბოლოოდ რუსთავმა თამაშის მიწურულს ძალები მოიკრიბა და თბილისური კლუბი 79:73 დაამარცხა.