ავარია რუსთავი-გარდაბნის გზაზე (ვიდეო)

2017-11-11 19:39:51

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-გარდაბნის გზატკეცილზე. ერთმანეთს "ლადა"-ს და "მერსედესი"-ს მარკის ავტომობილები დაეჯახნენ. ადგილზე სასწრაფო დახმარების რამდენიმე ეკიპჟი გამოიძახეს. არსებული ინფორმაციით "ლადა"-ს მარკის ავტომობილი ქორწილის კოლონას ჩამორჩა და დაწევას ცდილობდა რა დროსას საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ავტომობილს დაეჯახა. ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, 2 მსუბუქ, ხოლო 2 შედარებით მძიმე მდგომარეობაშია. ავარიის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს. ნახეთ ვიდეო.