სააგიტაციო მასალების მოხსნა

2017-11-11 14:04:30

დასუფთავების სამსახური ქუჩების სააგიტაციო მასალისგან დასუფთავების სამუშაოებს ახორციელებს. ამ ეტაპზე თოდრიის ქუჩაზე განათების ახალ ბოძებზე არსებული სააგიტაციო მასალის მოხსნა მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ სხვადასხვა პარტიის მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატებმა ქუჩების დასუფთავების აქცია გამართეს, თუმცა სააგიტაციო მასალის მოხსნა სრულად ვერ მოხდა. ზედამხედველობის სამსახურის განცხადებით, მომავალი კვირიდან მოხდება აღწერა, პარტიის წარმომადგენლებს გაეგზავნებათ შეტყობინებები და  თავიანთი სააგიტაციო მასალების მოხსნა დაევალებათ.