"ცეკვა სკოლებში"

2017-11-11 11:38:39

გერმანული პროექტი "ცეკვა სკოლებში" გრძელდება. გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრში გერმანული ენის განსხვავებული მეთოდით შესწავლის გაკვეთილი ჩატარდა. პროექტი  გერმანული ენის შესწავლას ცეკვის თანხლებით გულისხმობს და საერთო ჯამში 6-თვიან კურსს მოიცავს.

ამ ეტაპზე პროგრამაში მონაწილეები 3 ქვეყნიდან: საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან არიან ჩართულები. მოსწავლეებს ენის შესწავლაში 2 გერმანელი მასწავლებელი ეხმარება.

უცხო ენის გაკვეთილები რუსთავში 4 დღის განმავლობაში დილის და საღამოს საათებში ჩატარდება. შეგახსენებთ, ქართულ-გერმანული პროექტის ერთ-ერთი ეტაპი რუსთავში სკაუტთა ცენტრში გასულ ზაფხულსაც ჩატარდა.