ზარი 112-ში

2017-11-10 19:47:53

11 წლის გოგონამ ოჯახის წევრები სიკვდილს გადაარჩინა. მან 112-ში დარეკა და დახმარება ითხოვა. იმის მიუხედავად რომ გოგონა აღელვებული იყო, ოპერატორი შეეცადა სახლის მისამართი და პაციენტების მდგომარეობა მაქსიმალური სიზუსტით გაეგო.

გოგონას ინფორმაციით, დედა, ბებია და ბიძაშვილი უეცრად ცუდათ გახდნენ, საუბრისას აღნიშნა რომ შეუძლოდ გრძნობდა თავს თავადაც. ოპერატორომა ივარაუდა რომ შესაძლოა საქმე CO - თი მოწამვლასთან ჰქონდა. ინფორმაციის დასაზუსტებლად მან გოგონას სთხოვა მეზობელისთვის დაეძახა, გოგონას კი ურჩია გაეხსნა ფანჯარა და კარები და ღრმად ესუნთქა სუფთა ჰაერი.

მეზობელთან საუბრიდან რამდენიმე წუთში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი ადგილზე გამოცხადდა და ოჯახის ყველა წევრი გადაარჩინა. შემთხვევა თბილისში მოხდა.