როგორი იქნება ახალი სახელმძღვანელოები (ვიდეო)

2017-11-10 18:41:40

2018 წლიდან სკოლებში სახელმძღვანელოები შეიცვლება. საუბარია პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით ყველა სახელმძღვანელოზე. ამის შესახებ „ინფო რუსთავს" განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა განუცხადა. მისი თქმით წიგნები შეიცვლება შინაარსობრივად და შეტანილი იქნება თანამედროვე ელემენტები, გარდა ამისა შეიცვლება წიგნების წონა და დიზაინი. მარიამ ჯაშის განცხადებით, ახალ სახელმძღვანელოებში გამოსწორებული იქნება ყველა ის შეცდომა და ხარვეზი რაც ამ დროისთვის არსებულ წიგნებშია დაშვებული, წიგნების ილუსტრირება კი ახალი, უსაფრთხო საღებავებით მოხდება.

ახალი სახელმძღვანელოების შერჩევის პროცესში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ მშობლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს. ჯაშის ინფორმაციით, ვებ გვერდის მეშვეობით, ყველა მსურველს მიეცემა საშუალება, გაეცნონ ახლად დამზადებულ სახელმძღვანელოებს და გამოთქვან საკუთარი მოსაზრება. ნახეთ ვიდეო.