ლარი კვლავ გაუფასურდა

2017-11-10 18:34:47

ლარი კვლავ გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 11 ნოემბერს 1 ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6499 ლარი იქნება. დილას მოქმედი კურსით ლარი 2.635 ღირდა. სავალუტო ჯიხურებში 1 დოლარის შეძენა 2.65 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო გაყიდვა - 2.66 ლარად.