გურამ ქაშაკაშვილის 85 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება (ფოტო)

2017-11-10 17:50:28

რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრში გურამ ქაშაკაშვილის 85 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. სცენაზე ანსამბლი "რუსთავი" და ესტრადის ცნობილი მომღერლები გამოვიდნენ. ღონისძიებას გურამ ქაშაკაშვილი, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები, მაჟორიტარი დეპუტატები გიორგი ბეგაძე და პაატა მხეიძე, ასევე რეგიონის გუბერნატორი გიგა ნემსაძე და ახალად არჩეული მერი ირაკლი ტაბაღუა ესწრებოდა.

გურამ ქაშაკაშვილი 1956-1958წწ. რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მარტენის საამქროს ჩამომსხმელი, ოსტატი იყო.

იყო უბნის უფროსი; 1958-1969წწ. საამქროს უფროსის თანაშემწე; 1969-1979წწ. მარტენის საამქროს უფროსი; 1979-1983წწ. ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორი; 1983-1994წწ. რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დირექტორი; 1994 წლიდან სამთო მეტალურგიული კონცერნის პრეზიდენტი. არის 140-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის (5 მონოგრაფია), 65 გამოგონების ავტორი.