იცოდი?- რომ რუსთავში 2 "ეშმაკის ბორბალი" იდგა

2023-06-17 20:48:20

იცოდი?- რომ რუსთავში 2 "ეშმაკის ბორბალი" იდგა.

ახალგაზრდა თაობას შესაძლოა არ ახსოვდეს, რომ ქალაქში სხვადასხვა ტერიტორიაზე წლების წინ "ეშმაკის ბორბალი" იდგა, თუმცა მათ, ვისაც ბავშვობის გატარება 70-იან და 80-იან წლებში მოუწიათ, შესაძლოა ახსოვდეს.

პირველი "ეშმაკის ბორბლის" ატრაქციონი ძველ რუსთავში, ქალაქის ცენტრალურ პარკში 70-იან წლებში უნდა გაკეთებულიყო. თუმცა მას ის კლასიკური ფუნქცია არ ჰქონია, რაც ზოგადად ამ ატრაქციონს აქვს.

ცენტრალური პარკის "ეშმაკის ბორბალი" სტანდარტულთან შედარებით მცირე ზომისაც იყო.

არქივს შემორჩენილი აქვს კონსტრუქციის ფოტოები, რომლებიც 2000-იანებშია გადაღებული.

კლასიკური გაგების "ეშმაკის ბორბალი" 80-იან წლებში ახალ რუსთავში ახალგაზრდობის სკვერში გაკეთდა.

ფოტო არქივიდან, 1989 წელი

ატრაქციონს დიდხანს არ უარსებია.

დამოუკიდებელ საქართველოში "ეშმაკის ბორბლის" კონსტრუქცია დაშალეს და უცნობია, სად წაიღეს მისი ნაწილები.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები