13 სხვადასხვა სუნელს ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა

2017-11-09 19:52:04

ყვითელ ყვავილში დიდი ოდენობით ტყვიის შემცველობა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას momxmarebeli.ge ავრცელებს. აღნიშნული პროდუქცია "გუდვილის" ქსელში იყიდება და მისი მწარმოებელი „ბლექ სი ჯორჯიაა“ როგორც სააგენტოს გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ - "2017 წლის 9-10 ოქტომბერს შევიძინეთ თბილისის მაღაზიებში ჩვენს მიერ მოძიებული ყველა იმ ფირმის წარმოებული, დაფასოებული ყვითელი ყვავილი და წითელი წიწაკა, რომელთა თითო პარტიიდან 200 გრ იყიდებოდა (100 გ პირველადი ლაბორატორიული კვლევისათვის არის აუცილებელი, ხოლო დამატებითი 100 გ, საჭიროების შემთხვევაში, განმეორებითი კვლევისათვის). გარდა ამისა, დაუფასოებელი სუნელების ნიმუშები ავიღეთ თბილისის სამი აგრარული ბაზრიდან. სულ 13 პროდუქტი ჩავაბარეთ ლაბორატორიას ანალიზისათვის. შედეგების მიხედვით, 13 შემოწმებული პროდუქტიდან მხოლოდ ერთში - „ბლექ სი ჯორჯიას“ მიერ წარმოებულ სუნელში „ყვითელი ყვავილი/ზაფრანა“, აღმოჩნდა ტყვიის გადაჭარბებული ოდენობა. "

აღნიშნულის შესახებ წერილი სურსათის ეროვნულ სააგენტოში გაიგზავნა.