რუსთაველი სტუდენტები აშშ-ში ისწავლიან

2017-11-09 17:29:01

რუსთაველი სტუდენტები აშშ-ში ისწავლიან.  ნატალია ჭამიაშვილი და ნინი კვირიკაშვილი აშშ-ის საელჩოს კონკურსის UGRAD-ის გამარჯვებულები გახდნენ.

აშშ-ის საელჩომ ამერიკის უნივერსიტეტებში ერთი სემესტრით სასურველ მიმართულებაზე სწავლის გასაგრძელებლად 3 მონაწილე შეარჩია, მათ შორის მოხვდნენ ნინი კვირიკაშვილი და ნატალია ჭამიაშვილი, რომლებმაც პროგრამაში გამარჯვების შესახებ აშშ-ის ელჩიის - იან კელისგან პირადად შეიტყვეს.

ნატალია ჭამიაშვილი  №24-ე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია, ნინი კვირიკაშვილი კი №4 სკოლაში სწავლობდა. ამჟამად ორივე მათგანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშრისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტია.

ნატალია ჭამიაშვილი სწავლას აშშ-ში Endicott college-ში ერთი სემესტრით განაგრძობს, ნინი კვირიკაშვილი კი ინდიანას უნივერსიტეტში ისწავლის.

შეგახსენებთ, UGRAD-ში წინა წელს ასევე რუსთაველმა სტუდენტმა, თორნიკე აბულაძემ გაიმარჯვა.