სამაშველოს ახალი ოფისი

2017-11-09 15:26:55

რუსთავში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ახალი შენობა შენდება. შენობის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება. ობიექტის მშენებლობის ფარგლებში, მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაც იგეგმება.

საგანგენგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ძველი შენობა, რუსთავი-წითელი ხიდის გზის მშენებლობის არეალში მოჰყვა, რის გამოც ობიექტის დანგრევა გახდა საჭირო.

ახალი სააგენტო თბილისისა და ფალიაშვილის ქუჩების კვეთაზე შენდება.