"ასეთი მერი რუსთავს არ ჰყოლია"

2017-11-09 14:30:42

რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ, ქალაქის პირველი პირის ამპლუაში ბოლო თათბირი ჩაატარა.

ფაქტს საკუთარ facebook გვერდზე ჯიქიას PR-სამსახურის ხელმძღვანელი თამარ აქუბარდია გამოეხმაურა. მან პოსტში, ჯიქიას მერობის პერიოდზე ისაუბრა და ყოფილ მერს მადლობა გადაუხადა.

არ შემეძლო რომ არ დამეწერა... დღეს დავით ჯიქიამ ბოლო თათბირი ჩაატარა რუსთავის მერის ამპლუაში. იმიტომ არა, რომ მე მისი PR- ვიყავი ამ ხნის განმავლობაში, არამედ იმიტომ, რომ ეს სიამრთლეა--ასეთი მერი რუსთავს არ ჰყოლია! არცერთ მერს მანამდე არ გაუკეთებია ამ ქალაქისთვის იმდენი, რაც დავითმა ამ სამწელიწადნახევარში შეძლო! მინდა, რომ სულ წარმატებულმა იაროს ამ ქვეყანაზე, რადგან დავით ჯიქია ნამდვილად იმსახურებს ამას! და რადგან ამ ხნის განმავლობაში, ჩვენ მეგობრებიც გავხდით და რადგან უკვე საჯაროდაც შემიძლია ასე მივმართო--- დიდი მადლობა დათო ყველაფრისთვის პირადად ჩემი და იმ ადამიანების სახელით, ვისაც სიკეთის დანახვა უნდა და შეუძლია, რადგან ,,ყველა სიკეთე, რაც კი არსებობს თურმე ამქვეყნად, უნდა ეკუთვნოდეს უცვლელად იმას, ვინც სიკეთეს თესავს!"