რუსთაველი სპორტსმენი მარიამ თურმანიძე კუნგ-ფუს მსოფლიო ჩემპიონატზე, უშუში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მარიამი 15 წლისაა და 22-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა. მარიამ თურმანიძე 9 წელია რაც სპორტის ამ სახეობას მისდევს. მწვრთნელობას მსოფლიო ჩემპიონს, გიორგი ვერულაძე და ლაშა სუმბულაშვილი უწევს.
ჩემპიონატი ჩინეთის ქალაქ ემეიშანში ჩატარდა. საქართველოს ნაკრებმა სულ 4 მედალი მოიპოვა, 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.
მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მარი თურმანიძემ მოიპოვა , დავით გულისაშვილმა და ნინო ჩიხლაძემ ვერცხლის მედლები მოიგეს, ლაშა სუმბულაშვილმა კი ვეტერანთა შორის ტაიცზი ცუიანში დაიკავა მესამე ადგილი.