ახალგაზრდა ქალი ჯილეხით გარდაიცვალა

2017-11-08 19:03:27

ფოთში 28 წლის ქალი ჯილეხით გარდაიცვალა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს. ინფორმაცია შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფოთის რეგიონალური ლაბორატორიის ეპიდემიოლოგმა, მაკა გაბუნიამ დაადასტურა. მისი განცხადებით, პაციენტმა, რომელსაც ძლიერი თავის ტკივილი, ღებინება, ყელის შეშუპება და მონაცრისფრო ნადებები აღენიშნებოდა, სამედიცინო დაწესებულებას რამდენიმე დღის წინ მიმართა. მას შესაბამისი დახმარება გაუწიეს და ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც 6 ნოემბერს გარდაიცვალა. მაკა გაბუნიას თქმით, ჯილეხის დიაგნოზი შესაბამისი ლაბორატიური კვლევებით დადასტურდა.