ძაღლი ბეტონის ფილებში გაიჭედა (ვიდეო)

2017-11-08 18:02:40

მესხიშვილის ქუჩის მაცხოვრებლები „ინფო რუსთავს“ დახმარების თხოვნით დაუკავშირდნენ. მათი ინფორმაციით, ძაღლი ბეტონის ფილებში გაიჭედა და გამოსვლას ვერ ახერხებდა, გარეთ კი უკვე სამი დღეა ლეკვები ელოდებოდნენ. „ინფო რუსთავმა“ ფაქტი facebook live-ის საშუალებით გააშუქა. რამდენიმე წუთში ადგილზე ცხოველთან უფლება დამცველები და სხვა დაინტერესებული პირები გამოცხადნენ. საბოლოოდ ძაღლის დახმარება რუსთავის ააიპ დასუფთავების სამსახურმა შეძლო. სამსახურის თანამშრომლებმა ბეტონის ფილის ნაწილი ჩამოტეხეს და ძაღლს უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალება მისცეს.