ზედა სასუნთქი სისტემის ინფექციებმა იმატა

2017-11-08 17:43:03

ვირუსულმა ინფექციების შემთხვევების რიცხვმა წინა თვესთან შედარებით იმატა. პაციენტებში ძირითადად ბაღისა და სკოლის ასაკის ბავშვები ჭარბობენ. ბავშვების უმრავლესობა, სამედიცინო დაწესებულებას ზედა სასუნთქი სისტემის ინფექციებით მიმართავს.  რაც შეეხება სხვა ვისრუსულ ინფექციებს, რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში აცხადებენ რომ გასულ თვეს ერთი ჩუტყვავილას შემთხვევა დაფიქსირდა. მიმდინარე თვეს კი ამ დრომდე წითწელა-წითურა-ყბაყურას დიაგნიზით პაციენტი არ შესულა.