რუსთაველი მოსწავლეები პარლამენტში

2017-11-08 12:58:32

გიორგი ბეგაძის ინიციატივით, რუსთაველმა მოსწავლეებმა თბილისის პარლამენტის შენობა დაათვალიერეს. საექსკურსიო ტურში მონაწილეობა იმ მოსწავლეებმა მიიღეს, რომლებიც გასულ წელს სამოქალაქო განათლების ოლიმპიადაში მაღალი შედეგით გამოირჩეოდნენ.

 

საექსკურსიო ტურის განმავლობაში ვიზიტორებმა დაათვალიერეს პარლამენტის ისტორიული შენობა, პირველი რესპუბლიკის, დავით აღმაშენებლის (ბიურო), შოთა რუსთაველისა და თამარ მეფის სახელობის დარბაზები, ასევე, პლენარულ სხდომათა და კინო დარბაზები. გარდა ამისა, მოსწავლეებსა და დირექტორებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოენახულებინათ პარლამენტის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველო. ექსკურსიის მსვლელობისას სტუმრები გაეცნენ ქართული პარლამენტარიზმის ისტორიას, პარლამენტის სტრუქტურას, მისიასა და როლს, აგრეთვე, კანონშემოქმედებით პროცესს.