ჩართულია თუ არა ბაღებში გათბობა

2017-11-08 11:39:41

რუსთავის ყველა საბავშვო ბაგა-ბაღში გათბობის სისტემა უკვე ჩართულია. ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის ეკა ხუციშვილის განცხადებით, გათბობის ჩართვამდე სისტემის შემოწმება განხორციელდა.

გათბობა სააღმზრდელო დაწესებულებებში 2 კვირაზე მეტია ჩართეს. სისტემა ბაღებში ტემპერატურის კლებისთანავე ჩაირთო.