მიკროავტობუსი დაიწვა (ვიდეო)

2017-11-07 16:04:03

გამარჯვება-ლილოს გზაზე მოძრავ მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა მაშინ მოხდა როცა დისტრიბუციის მანქანას სავაჭრო ობიექტამდე სასმელი გადაჰქონდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი. მეხანძრეებმა ცეცხლის ლიკვიდაცია დროულად მოახერხეს. შემთხვევის შედეგად მძღოლს დაზიანებები არ მიუღია. გავრცელებული ინფორმაციით ცეცხლი ელექტოსადენებს გაუჩნდა. შემთხვევის შდეგად მიკროავტობუსი თითქმის მთლიანად დაიწვა. ნახეთ ვიდეო.