ავტობანის მიმდებარე ტერიტორია სუფთავდება

2017-11-07 15:11:41

რუსთავი-თბილისის მაგისტრალის რუსთავის მოანკვეთზე და ქალაქის შემოსასვლელში დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს. რუსთავის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ტერიტორიას პოლიეთილენის პარკებისგან და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან ასუფთავებენ. სამსახურში აცხადებენ, რომ მსგავსი სამუშაოები კვირაში ერთხელ ხორციელდება.