ყალბი დიპლომების დამზადება (ვიდეო)

2017-11-07 11:14:48

ყალბი დიპლომებისა და სრული ზოგადი განათლების ატესტატის დამზადებისთვის ერთ-ერთი სასწავლო დაწესებულების  ხელმძღვანელი დააკავეს.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დანაშაულებრივ კავშირში მყოფ სხვა პირებთან ერთად, დაამზადა და გაასაღა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხის დამადასტურებელი ყალბი დიპლომი და სრული ზოგადი განათლების ატესტატი.  აღნიშნული ყალბი დოკუმენტების სანაცვლოდ, ბრალდებულმა  ერთ-ერთი მოქალაქისგან   1000 აშშ დოლარი და 3 000 ლარი აიღო.


საქმეზე  მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე ვადით.დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით ტარდება შესაბამისი ღონისძიებები. ნახეთ ვიდეო.