ხმაური და დაპირისპირება (ვიდეო)

2017-11-06 14:46:43

სიტყვიერი დაპირისპირება მოსახლეობასა და ააიპ. ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებს შორის.

დაპირისპირების მიზეზი მეგობრობის ქუჩის #12 ა-ში, მოსახლეობის მიერ,  თვითნებურად გადაკეტილი ეზო გახდა.

ზედამხედველობის სამსახური, მოსახლეობის მიერ ეზოში განთავსებული ბეტონის სამშენებლო მასალის აღებას ცდილობდა, რის საშუალებასაც ადგილობრივები არ აძლევდნენ.

მოსახლეობის თქმით, ეზოში ავტომობილები მაღალი სიჩქარით მოძრაობენ, რაც ბავშვებისთვის საფრთხეს წარმოადგენს, სწორედ ამიტომ გადაკეტეს გზა საბურავებითა და ბეტონის კონსტრუქციებით.

კამათისა და სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ ზედამხედველობის სამსახურმა, ეზო ბეტონის კონსტრუქციებისგან გაასუფთავა. ააიპ ზედამხედველობის სამსახური, ეზოების უსახური კონსტრუქციებისგან გასუფთავებას ერთი წელია ახორციელებს.ნახეთ ვიდეო.