ხანძარი ლოკალიზებულია

2017-11-06 14:12:33

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ცეცხლი ლოკალიზებულია, თუმცა გარკვეულ ადგილებში ხანძრის კერები ამ დრომდე რჩება. ხანძარი სოფელ დარბაზის მიმდებარედ ტყეს გაუჩნდა. ცეცხლის ლოკალიზებას რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი ცდილობდა, ადგილზე მობილიზებული იყო მარნეულისა და რუსთავის სახანძრო ეკიპაჟები. ცეცხლი ტყეში დღეს დილით გაჩნდა, ამ დროისთვის უცნობია რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი.