ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს

2017-11-05 22:12:48

მეგობრობის გამზირზე, ერთერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე 30 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. არსებული ინფორმაციით მამაკაცს სხეულზე დაზიანებები და ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა. დაღუპული პროზექტურაში გადაასვენეს, ექსპერტიზის პასუხის შემდეგ გახდება ცნობილი რამ გამოიწვია ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალება. შსს-ში აცხადებენ რომ გამოძიება 115 მუხლით დაიწყო.