ვეფხვი ქალს დაესხა (ფოტო)

2017-11-05 21:43:59

დილით კალინინგრადის ზოოპარკში ვეფხვი ქალს თავს დაესხა. ამურის ვეფხვი ზოოპარკის თანამშრომელს მაშინ დაესხა როდესაც ის იქ მუშაობდა. აღმოჩნდა რომ ვოლიერი ღია იყო და ვეფხვმა გისოსებიდან გამოსვლა ადვილად მოახერხა. ქალმა კი რომელიც დასუფთავების სამუშაოებს ასრულებდა ცხოველის მიახლოვებმა ვერ დაინახა, თუმცა თავდასხმა დროულად შეამჩნიეს ზოოპარკში მყოფმა დამთვალიერებელმა და ქალის დახმარებას შეეცადნენ. მათ ცხოველის ყურადღება სხვადასხვა ნივთების სროლით მიიპყრეს რა დროსაც ვეფხვმა დაგლეჯილი ქალი მიატოვა. სწორედ ამ მომენტით ისარგებლეს ზოოპარკის თანამშრომლებმა და ქალი ტერიტორიიდან გაიყვანეს. ამჟამად დაშავებული ქალაქის ერთერთ კლინიკაში მკურნალობას გადის, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.