რუსთავის რაგბის სტადიონზე დიდი 10-ის მერვე ტური გაიმართა. ერთმანეთს რუსთავის "ხარები" და ბათუმის "ბათუმი" დაუპირისპირდა. შეხვედრა დაძაბულად წარიმართა, სტუმრები თავიდანვე დაწინაურდნენ და მატჩის პირველი ნახევარი 00:24 დასრულდა. მეორე ტაიმში რუსთაველები გააქტიურდნენ თუმცა ბათუმი ღირსეულ წინააღმდეგობას უწევდა. თამაშის მიმდინარეობის დროს 2 მორაგბე დაშავდა, ორივე ბათუმის კლუბის მოთამაშე, მათგან ერთერთის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.
გამარჯვება "ბათუმს" ერგო, ტაბლოზე შეხვედრის საბოლოო ანგარიში 14:41 დაფიქსირდა.