"მის დედამიწა 2017" გაიმართა (ვიდეო)

2017-11-05 15:03:26

გუშინ, ფილიპინების დედაქალაქ მანილაში „მის დედამიწა 2017“ გაიმართა. კონკურსში მონაწილეობა მსოფლიოს 84 ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო. „მის დედამიწა 2017-ის“ ტიტულის მფლობელი ფილიპინელი კარენ იბასკო გახდა, რომელსაც გვირგვინი წინა წლის გამარჯვებულმა, ეკვადორელმა კატერინა ესპინიმ დაადგა. გამარჯვებული მოდელის გარდა საპრიზო ადგილებზე სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც გავიდნენ, კერძოდ: ავსტრალიელ ნინა რობერტსონს „მის დედამიწა ჰაერის“, რუსეთის წრმომადგენელ ლადა აკიმოვას „მის დედამიწა ცეცხლის“, ხოლო კოლუმბიელ ჯულიანა ფრანკოს „მის დედამიწა წყლის“ ტიტული ერგო. აღსანიშნავია, რომ კონკურსი მოდელების მისალმებით დაიწყო, რომლის დროსაც ისრაელის წარმომადგენელი დაიბნა. რაც შეეხება საქართველოს, მას „მის დედამიწა 2017-ში“ წარმომადგენელი არ ჰყავდა. ნახეთ ვიდეო