თურქეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

2017-11-04 17:34:50

თურქეთში, მურღის რაიონში საბერძნეთის საზღვარზე 12 სირიელი ლტოლვილის უკანონო გზით გადაყვანის მცდლეობისას საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. კურორტ მარმარისთან, ქალაქ ასპარანის მახლობლად პოლიციამ მიკროავტობუსი გააჩერა, რომლის მეშვეობითაც 12 სირიელი ლტოლვილი საბერძნეთში, კუნძულ როდოსზე უკანონოდ მოხვედრას ცდილობდა. თურქული მედიის ცნობით, 12 ადამიანის საბერძნეთის საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის ორგანიზატორი საქართველოს მოალაქე, 37 წლის ნ.ს და თურქეთის მოქალაქე, 43 წლის ა.დ იყო. ისინი სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს და მათი საქმე სასამართლოს გადაეცა.