ნეფე-პატარძალი ავარიაში მოყვა

2017-11-04 15:51:45

ციხისძირის უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად, სამი მსუბუქი ავტომობილი და ერთი ტრაილერი დაზიანდა. 

როგორც თვითმხილველები ყვებიან, ქორწილის ესკორტის მანქანა, რომელშიც ნეფე-პატარძალი იმყოფებოდა, ტრაილერს დაეჯახა და გზიდან გადავარდა. 

ავარიის ადგილიდან საავადმყოფოში ოთხი ადამიანია გადაყვანილი. თავდაპირველად, ორი დაშავებული საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადის ადგილზე მისვლამდე გადაიყვანეს. სასწრაფო დახმარებამ რამდენიმე პირს ადგილზეც აღმოუჩინა დახმარება.

ავარიის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება. ადგილზე საპატრულოსა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები მუშაობენ. 

მომხდარ ფაქტს შსს იძიებს.

წყარო:1tv