სად ისურვებდნენ ქართველები სწავლას

2017-11-04 13:57:44

გამოკითხვაში, რომელშიც ექვსმა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა (საქართველო აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, ბელარუსი და მოლდოვა), შესწავლილ იქნა რესპონდენტთა აზრი იმისათან დაკავშირებით, თუ რომელ ქვეყანაში ისურვებდნენ სასწავლებლად წასვლას ან ამავე მიზნით შვილის გაგზავნას. თითოეულ ქვეყანაში გამოიკითხა 1200 რესპონდენტი

ქართველები სწავლის ან სხვა საგანმანათლებლო მიზნით წასვლას არაერთ ქვეყანაში ისურვებდნენ. ასეთ ქვეყნებად, უმეტესად, გერმანია და აშშ სახელდება. მათ ქართველი რესპონდენტების თანაბარი რაოდენობა (30-30%) ანიჭებს უპირატესობას