მღრღნელები სადარბაზოებში

2017-11-04 13:11:09

მე-12 და მე-15 მიკრორაიონის მოსახლეობა სადარბაზოებში მღრღნელების მომრავლებას უჩივის და ე.წ ბუნკერების გაუქმებას მოითხოვს, პრობლემით "ინფო რუსთავს" გვერდის მკითხველებმა მიმართეს.
"ბუნკერებია გასატანი, ვირთხების წრუწუნი ისმის სადარბაზოებში, მალე გააუქმონ ეს ბუკერები" - წერენ გვერდის მკითხველები.

როგორც "რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრში" აცხადებენ, მაღალსართულიანი სახლების ბუნკერების ბიოლოგიურად უსაფრთხო სადერატიზაციო საშუალებებით  დამუშავება თვეში ერთხელ ყველა მისამართზე ხორციელდება, მოსახლეობის სურვილით, სარდაფების დამუშავებაც ხდება. აღნიშნულ სამუშაოებს  ცენტრი სრულიად უფასოდ ახორციელებს.

ბუნკერების დალუქვის პროცესი კი დროებით შეჩერებულია.