რუსთაველები რუსთავში ვერ ბრუნდებიან

2017-11-03 19:45:33

რუსთაველები დედაქალაქიდან შინ დაბრუნებას ვერ ახერხებენ. მიზეზი კომპანია „ინტერტანსის“ მიკროავტობუსების ნაკლებობაა. რუსთაველების თქმით მიკროავტობუსის ლოდინი ნახევარ საათზე მეტ ხანს უწევთ, მათივე თქმით განსაკუთრებით რთული ვითარება, მაღლივი კორპუსის, სპორტის სასახლისა და რკინიგზის სადგურებთანაა.

„ინტერტრანსში“ აცხადებენ რომ მძღოლების შეფერხება დედაქალაქში არსებულმა საცობებმა გამოიწვია. მიკროავტობუსები რუსთაველებს საგზაო მოძრაობის მოწესრიგსებისთანავე მოემსახურებიან.