"რუსთავი" VS "მერანი"

2017-11-03 18:30:46

რუსთავის საფეხბურთო გუნდ "რუსთავს" უმაღლეს ლიგაში მოსახვედრად შანსები გაეზარდა. რუსთაველმა ფეხბურთელებმა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კონკურენტი, მარტვილის "მერანი" დაამარცხეს.

გუნდმა მეტოქეს რუსთავის ცენტრალურ სტადიონზე უმასპინძლა და გამარჯვება ანგარიშით 1:0 მოიპოვა. ერთადერთი გოლი თამაშის მიმდინარეობისას მოწინააღმდეგის კარში 88-წუთზე პენალტის საშუალებით გავიდა. გოლი დავით სიჭინავამ გაიტანა. 

ნახეთ ვიდეო.