რუსთავის ბაგა-ბაღებში მომავალი კვირიდან რეზერვის სიაში მყოფი ბავშვების ჩარიცხვა დაიწყება. ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის ეკა ხუციშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე ქალაქის ბაღების მასშტაბით, 65 ვაკანტური ადგილია. ადგილები გათავისუფლდა მხოლოდ 2-4 წლიანი ასაკაბრივი კატეგორიის ბავშვებისთვის.
ბავშვების ჩარიცხვის პროცესი საბჭოს სხდომის შემდეგ გადაწყდება.